ოკმელაშვილს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის ხუთი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ჟურნალისტებთან თავის პირველ კომენტრში გიოორგი ოკმელაშვილმა თქვა, რომ "Rock’n Roll"-ი გრძელდება, "როგორც ვიყავი ზუსტად ისე არ, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ ბევრი წიგნი წავიკითხე და ბევრი ვიფიქრე". თქვა მან.
პოლიციამ ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, 13 მაისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე, მან პოლიციელს სახეში იდაყვი ჩაარტყა. თავად ოკმელაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ დემონსტრანტების დაცვას ცდილობდა.
ასევე ნახეთ
ინტერვიუ ციხეში მყოფ გიორგი ოკმელაშვილთან: "მთავარია სხვებს არ შეეშინდეთ".დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებასთან ერთად დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.
2025 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ოკმელაშვილს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. იმავე წლის 28 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა განაჩენი ძალაში დატოვა.
2025 წლის 19 ნოემბერს ოკმელაშვილის ადვოკატმა კობა ბარამიამ განაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. ბარამიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოში გასაჩივრების შესაძლებლობები ამოიწურა და დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავდა.
ოკმელაშვილის საქმის განხილვისას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ სასამართლო „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა საქმეების განხილვას განზრახ აჭიანურებდა, რათა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მათი შეწყალება ვერ მოესწრო.
ასევე ნახეთ
მიხეილ ყაველაშვილმა 232 ადამიანი შეიწყალაყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის არიან პროევროპულ აქციებზე დაკავებული სხვა დემონსტრანტებიც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალებულთაგან 216 პირს საპატიმრო სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, 16-ს კი – არასაპატიმრო.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.