ბათუმში შუახნის კაცი დააკავეს ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით.
დაზარალებულია 10 წლის გოგო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის თანახმად, დაკავებულია ერთი ადამიანი.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს „გარყვნილ ქმედებას“ 16 წლამდე მიუღწევლის მიმართ და ისჯება 5-დან 9 წლამდე პატიმრობით.
როგორც რადიო თავისუფლება წერდა, საქართველოში ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები ხშირია.
ასევე ნახეთ
„შენ არ იცი, რას მიკეთებს, როცა მასთან მარტო ვრჩები“- დები ბიძას სექსუალური ძალადობისთვის უჩივიანსახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხოლოდ 2022 წლის რვა თვის მონაცემებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრმა, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, მომსახურება გაუწია სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 80 ბავშვს.
ასევე ნახეთ
"ეს არ იყო მამა-შვილური ურთიერთობა" - პოლიცია იძიებს სუროგაციით დაბადებული ბავშვის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებასასევე ნახეთ
სექსუალური დანაშაული სმენის არმქონე გოგოების მიმართ - რა ხდება გამოძიების დაწყებიდან 10 თვის თავზე?Your browser doesn’t support HTML5
პედოფილია კურთხევით