მეათე კლასელი ანდრია ხამაშურიძე 6 თვის წინ გახდა ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრების მხრიდან წამების მსხვერპლი - მეგობარ გოგოსთან ერთად სასეირნოდ წასულს მიტოვებულ შენობაში მოულოდნელად 9 ადამიანი დაესხა თავს, რომელთა ნაწილს დანები, ნაწილს კი პნევმატური იარაღი ქონდა. ანდრიაზე თავდამსხმელები პოლიციამ მალევე დააკავა, 9-დან 6 არასრულწლოვანი იყო - გასულ კვირაში შსს-მ კიდევ 16 ადამიანი დააკავა, კვლავ “ნეონაცისტური ორგანიზაციების” წევრობისა და ადამიანების წამებისთვის.
„[ნეონაცისტების] კიდევ ბევრი დაზარალებული იქნება” - როგორ ამხილა მოძალადეები 15 წლის მოსწავლემ
Your browser doesn’t support HTML5
ანდრია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ყვება როგორ აღმოჩნდა ის ნეონაცისტების სამიზნე, რა იცის ახლადდაკავებულებზე და როგორ მიიღო უკიდურესად ტრავმულ გამოცდილებაზე ღიად ლაპარაკის გადაწყვეტილება.