აქცია დეკანოზ მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს საპატრიარქოსთან 6 დღეა გრძელდება დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების საპროტესტო აქცია. „ზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა“ - ეს მთავარი მოთხოვნა იყო აქციის განვლილი ხუთი დღის განმავლობაში, თუმცა 10 თებერვლიდან მას დაემატა მეორე მოთხოვნა, რაც გულისხმობს დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებას პატიმრობიდან. "არ უნდათ, რომ პატრიარქმა იცოდეს: პატრიარქმა რომ იცოდეს, მე დარწმუნებული ვარ, სულ სხვა რეაგირება იქნებოდა." - ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი რამიშვილი.