ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პანკისში

Your browser doesn’t support HTML5

პანკისის ხეობის სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პანკისში ჩავიდა ზაზა სარალიძე - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა. შვილმოკლული მამები მკვლელებისა და მათი მფარველების დასჯას ითხოვენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ სამართლიანობის აღდგენისკენ. მოწოდებები გაისმა ბიძინა ივანიშვილის მისამართითაც. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება როგორც პანკისის ხეობაში, ასევე თბილისში.