უწყების მიერ გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც 12 აგვისტოს დასრულდა, მხოლოდ ერთი კომპანია - შპს „ბატეთი რეზორტი“ მონაწილეობდა.
საწყისი ფასი 16 700 ლარი იყო, აუქციონის შედეგად კი „ბატეთი რეზორტმა“ სახელმწიფოს წელიწადში 17 200 ლარი უნდა გადაუხადოს.
ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში კომპანიას ევალება ტბის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, რაშიც არანაკლებ 80 000 ლარი უნდა დახარჯოს.
ამავე კომპანიამ, „ბატეთი რეზორთმა“, შარშან 20-წლიანი იჯარით მიიღო ბატეთის ტბის გარშემო მდებარე მიწის ნაკვეთიც (4.2 ჰექტარი). აუქციონის პირობების მიხედვით, იქ არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.
მოიჯარეს ტერიტორიის გამოყენება საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის შეუძლია. ტბასთან ინვესტორს დროებითი ეკო-კოტეჯების, კაფე-რესტორნის, აუზისა და პარკინგის განთავსების უფლება ექნება.
კომპანიას ტბასთან ხეების მოჭრა ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ეკრძალება. ასევე არ არის დაშვებული „საკუთარი ინიციატივით ახალი მისასვლელი გზების გაყვანა და არსებული საგზაო კომუნიკაციების აღდგენა“.
ასევე ნახეთ
„არ ვყიდი“ - დავა მიწებისთვის, სადაც მთავრობა საუნივერსიტეტო ქალაქის აშენებას გეგმავსქარელიდან 23 კილომეტრში მდებარე ბატეთის ტბა პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. ტბის ფართობი 0,02 კვ. კმ-ს შეადგენს, მისი საშუალო სიღრმე 7 მეტრია, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 12 მეტრს აღწევს.