გერმანიაში დაბადებული - ქართულად გაზრდილი სალომე კვანტალიანი

Your browser doesn’t support HTML5

უცხოეთში თვითონ არ წასულა სალომე კვანტალიანი. იქ დაიბადა, გერმანიაში, მიუნსტერში გაატარა ბავშვობა, სკოლის წლები და ახლა ბონში მედიცინას სწავლობს, პედიატრობა სურს. სალომეს მუსიკის თერაპიაში მცირე გამოცდილება უკვე აქვს, უმუშავია კიდეც ბავშვებთან, ონკოლოგიურ კლინიკაში. 20 წლის ახალგაზრდა ქალი არაერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, მღერის და ბალეტიც უბრალოდ გატაცება არ არის.