ასევე ნახეთ
„ყველა ასე ხომ ვერ იყვირებს?“ - სისტემის სისუსტე და ხარვეზები გიგა ავალიანის საქმეშივის რას ედავებოდნენ
საბოლოოდ, მოზარდს (ალექსანდრე გაბაშვილს), რომელიც ავალიანის საქმეში მთავარი ბრალდებულია, ბრალად ედება:
- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
- ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ
„განაჩენი სოციალურ ქსელში გამოგვიტანეს“ - ინტერვიუ გიგა ავალიანის საქმის მთავარი ბრალდებულის მამასთანმოზარდის მეგობარს [გიორგი რიკაძე], რომელიც ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა, ბრალად ედება:
- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
- ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
მოზარდის მეორე მეგობარს [დემეტრე ჩიქოვანი] კი ბრალად ედება:
- ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).
მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ
"ერთადერთ ვიდეოში - სკვერის ჩხუბში არის ჩემი შვილი" - დემეტრე ჩიქოვანის დედა პროკურატურის ბრალდებაზეგიგა ავალიანის შესახებ
28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე, არასრულწლოვანებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ
რა კითხვები აქვს ოჯახს? - ყველაფერი გიგა ავალიანის საქმეზეგიგა ავალიანის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ საქმე ჯგუფური დანაშაულის მუხლით გამოიძიოს და დასაჯოს ყველა, ვინც 28 წლის მასწავლებლის საქმესთანაა დაკავშირებული, მათ შორის ისინიც, ვინც იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა. ახალგაზრდა მასწავლებლის დედას, ეკა კუპატაძეს მიაჩნია, რომ მოზარდებმა ჯგუფურად დაგეგმეს მისი შვილის, გიგა ავალიანის მკვლელობა. პროკურატურას ამ საქმეში მკვლელობის მუხლი არ გამოუკვეთია.