გიორგი ვაშაძე: „73 ვაკანსიიდან 63-ზე საკუთარი ცოლები დანიშნეს“

Your browser doesn’t support HTML5

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა. მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ დიპლომატებს სთხოვა ზეწოლა მოახდინონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რათა ცესკომ და უშუალოდ მისმა ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლონ.
ვაშაძე ამბობს, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზეახლობლებს ნიშნავენ და ამით გაყალბებისთვის საჭირო მექანიზმს ქმნიან. ცესკო ბრალდებას უარყოფს. მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ათამდე სხვადასხვა პარტიას აერთიანებს, მისი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა.