დამწვარი საგანძური: ფოტოები სოხუმიდან
ხანძარმა, რომელიც სოხუმში 21 იანვრის ღამეს მოხდა, ნახატების ფაქტობრივად მთელი ფონდი გაანადგურა.
სრულად დაიწვა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატები. მისი 300-ზე მეტი ნამუშევრიდან ვერცერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მხატვარი, ილუსტრატორი და დეკორატორი ძირითადად პარიზში ცხოვრობდა, თუმცა სპექტაკლების გასაფორმებლად სისტემატურად იწვევდნენ ლონდონში, ბრიუსელში, მადრიდსა და მონტე-კარლოში.
მხატვრის ნამუშევრების ნაწილი, დაახლოებით 500-მდე ეგზემპლარი და პირადი არქივი, დაცულია თბილისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.
სოხუმში ხანძარს გადარჩენილ სურათებს შორისაა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის ფოტოც. 1858 წელს ის შვილს წერდა: „მართალია, სრულად უსახსროდ დავრჩი, მაგრამ ჩემს ყველა ნამუშევარს სამშობლოში ვაგზავნი“.
„აფხაზეთის ეროვნული სამხატვრო გალერეის“ დირექტორი სურამ საკანია ამბობს, რომ ფონდის უსაფრთხოების საკითხი ყველა მთავრობის წინაშე ჰქონდა დაყენებული, მაგრამ უშედეგოდ.
ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ადგილობრივები ცდილობდნენ გადარჩენილი ნახატები შენობიდან გამოეტანათ.
მაგრამ ასეულობით ექსპონატი ბოლომდე დაიწვა.
მათ შორის არის ვარვარა ბუბნოვას, ბორის პეტროვის, ვლადიმირ კონტარევის, ვიტალი ლაკრბას, ვაალერი გამგიას, ვიტალი ჯენიას, ამირან ადლეიბას, ოლგა ბრენდელის და სხვების ნახატები.
მხოლოდ 200-მდე ნახატი გადარჩა.
ბევრი ნახატი გამოუსწორებლად დაზიანდა. რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლუბიმოვამ განაცხადა, რომ ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციაში რუსი სპეციალისტები ჩაერთვებიან.
გადარჩენილი ექსპონატები დროებით სოხუმის დრამატულ თეატრში გადაიტანეს.