დასრულდა ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში

Your browser doesn’t support HTML5

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს ესტუმრა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის იმ სოფლებს, სადაც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, საქართველო იყო, არის და იქნება სომხეთის მოძმე სახელმწიფო და კარგი ქვეყანა იმ სომხებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. სამცხე-ჯავახეთში სტუმრობით დასრულდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში.