დეპუტატ ობოლაშვილის მოგება სააფთიაქო ბიზნესში 5,3 მლნ ლარამდე გაიზარდა

ანტონ ობოლაშვილი ხელისუფლებაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის მოგება სააფთიაქო ბიზნესში გასულ წელსაც გაიზარდა. დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 27 თებერვალს შეავსო, ხელმისაწვდომი კი დღეს, 28 აპრილს, გახდა, მან შპს "გლობალფარმიდან" დივიდენდის სახით 5 341 231 ლარი მიიღო.

დეპუტატს ამ კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის.

ამ კომპანიიდან ანტონ ობოლაშვილის შემოსავლები ბოლო წლებში მუდმივად მზარდია:

მილიონერი დეპუტატის ქონება ბოლო წლებში არ გაზრდილა. ის და მისი ცოლი, ლია ობოლაშვილი, კვლავ ფლობენ ქონებას თბილისში, ბორჯომში, მცხეთასა და ადიგენის მუნიციპალიტეტში. მათ ეკუთვნით ძვირადღირებული ავტომობილები და საათები.

გარდა ამისა, დეპუტატ ობოლაშვილის სახელზეა რეგისტრირებული ორი ბინა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი) და ბინა და ავტოფარეხი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.

ამონარიდი ანტონ ობოლაშილის დეკლარაციიდან

2025 წელს ანტონ ობოლაშვილის ხელფასი პარლამენტში 112 128 ლარი იყო. მას დეკლარაციის შევსების მომენტისთვის 300 ათას ლარზე მეტი ჰქონდა.

ამონარიდი ანტონ ობოლაშილის დეკლარაციიდან

პარტიამ, რომელსაც ანტონ ობოლაშვილი წარმოადგენს, პარლამენტში შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა დაადგინოს მიზეზი იმისა, რატომ ღირს საქართველოში სურსათი და მედიკამენტები ძვირი.

კომისიის წევრების ნაწილი მილიონერია.

ასევე ნახეთ

ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო