დეპუტატების გამოხმაურებები სოხუმის "შავ სიაზე"
Your browser doesn’t support HTML5
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ“ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" საპასუხოდ სოხუმის პარლამენტს „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, სიაში 26 ადამიანი მოხვდა. მათ შორის -საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრები - ბაჩო ახალაია, დავით კეზერაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა და სხვები.