„რა თქმა უნდა, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება, განსაკუთრებით მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ - თუ ეს სიმართლეა - საშინელებაა“, - განაცხადა ელინა ვალტონენმა ხუთშაბათს, 4 დეკემბერს ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ტვ პირველის“ სახელით ქართველი ჟურნალისტის, დავით კიკალიშვილის დასმულ კითხვაზე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ვალტონენმა ასევე განაცხადა:
„რა თქმა უნდა, [თუ სიმართლეა] ეს ისეთი რამაა, რასაც არა მხოლოდ ეუთო, არამედ საერთაშორისო საზოგადოება ყველაზე მკაცრი სიტყვებით დაგმობს“.
„ასე რომ, ძალიან ყურადღებით დავაკვირდეთ ამ ამბავს“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ ტოქსიკური "კამიტი": ისტორია, თვისებები, საფრთხეები, საერთაშორისო კონტროლიასევე დასძინა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც ვენაში იმყოფება, არ შეხვედრია.
მან ზოგად კონტექსტშიც ისაუბრა საქართველოზე: „ბოლო თვეების განმავლობაში დიდი მწუხარებით ვადევნებ თვალყურს სიტუაციას და სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი ხალხის ჩაგვრას“.
„ეუთო ყველაფერს აკეთებს, რაც ჩვენს ძალებში, ხალხის დასახმარებლად და მხოლოდ საქართველოს ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა მან.
ელინა ვალტონენი 2025 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა საქართველოში; ის რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციაზე მისვლის შემდეგ დააჯარიმეს, აქციაზე ყოფნის გამო იგი „ქართულმა ოცნებამ“ მკაცრად გააკრიტიკა.
17 ოქტომბერს ათმა სახელმწიფომ მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ელინა ვალტონენს, რომელიც საქართველოში ვიზიტისას აქციაზე მისვლის გამო დააჯარიმეს, „ჩარევაში“ დაადანაშაულეს და ეუთოს წევრ ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართეს.
- BBC-ს გამოძიების მიხედვით, 2024 წელს თბილისის საპროტესტო აქციებზე შესაძლოა გამოიყენეს ტოქსიკური ნივთიერება Bromobenzyl cyanide (CA), იგივე camite, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში აღარ გამოიყენება.
- წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევას ხელისუფლება ადასტურებს, თუმცა არ ამჟღავნებს, რა ნივთიერება გამოიყენა და როგორ.
- დემონსტრანტები, ოპოზიცია და უფლებადამცველები საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ, რადგან ამ ძლიერი ტოქსიკური საშუალების გამოყენება ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევად მიიჩნევა.