ვის უნდა მიენიჭოს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი?

Your browser doesn’t support HTML5

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და სოციალური პაკეტის მომზადების თაობაზე. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, იდეის თანახმად, ქვეყანაში უნდა დადგინდეს, რომელ ოჯახს ეთქმის მრავალშვილიანი, განისაზღვროს მისი სტატუსი, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა მიემართოს სწორედ მრავალშვილიან ოჯახებზე, როგორც ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრიორიტეტულ ჯგუფზე. ეს არის ერთი ნაწილი იმ დემოგრაფიული პოლიტიკის მხარდაჭერისა, რომელსაც პარლამენტი და  მთავრობა ატარებს. საკომიტეტო მოსმენისას აღინიშნა, რომ მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი ოთხი და მეტი შვილის მშობელს უნდა მიენიჭოს, რათა მათ სახელმწიფოსგან გარკვეული შეღავათები მიიღონ, რასაც უმრავლესობის მხრიდანაც გარკვეული შენიშვნები მოჰყვა. რამდენიმე დეპუტატმა სტატუსის მიცემა სამშვილიანი მშობლებისთვისაც მოითხოვა.