ვრცელდება ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ცემის ამსახველი ვიდეო

Your browser doesn’t support HTML5

სოცქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში სამართალდამცავთა მიერ პატიმრების ცემა. ვიდეო რამდენიმე ფრაგმენტისგან შედგება. ის, სავარაუდოდ, გადაღებულია ეკრანიდან, რომელზეც სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები ჩანს. ვიდეოში ასახული ფაქტები რამდენიმე წყარომ დაუდასტურა რადიო თავისუფლებას.