შინაპატიმრობის 11 თვე და ერთკვირიანი შიმშილობა ახალგორში

Your browser doesn’t support HTML5

ერთკვირიანი შიმშილობის შემდეგ ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მან მიმართა საკუთარი უფლებების ხელყოფისადმი პროტესტის ნიშნად და სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანადგომის მოსაპოვებლად. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პროკურატურა თამარ მეარაყიშვილს ბრალად სდებს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ. სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ყველა ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, აკრძალული აქვს ოკუპირებული რეგიონის დატოვება. თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ყველა საქმე გაყალბებულია და 11 თვეა, მისი უფლებები ფეხქვეში თელება.