თელავში 17 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს და მის ოჯახის წევრზე იძალადეს.
შსს-ს ცნობით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო. დაჭრილი თელავის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.