თურქმენეთი: ცენტრალური აზიის განდეგილი სამეფო

ტყუპები აშხაბადის სავაჭრო ცენტრში მდებარე ავტოდრომზე.

ქალი იატაკის ფილებს რეცხავს აშხაბადის ქორწინების სასახლის გარშემო.

ქორწინების სასახლის შუშის გუმბათზე მოთავსებულია ტიტანიუმით შესრულებული თურქმენეთის რუკა და პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუხამედოვის პორტრეტი.

ქორწინების სასახლის მახლობლად მომუშავე ნიღბიანი მებაღე. ნიღაბი აუცილებელია მწველი მზისგან სახის დასაცავად. თურქმენეთში ტემპერატურა 50 გრადუსამდე აღწევს.

სადღესასწაულო ლიმუზინი ქორწინების სახლიდან აშხაბადისკენ მიემართება.

ტელეფონის ჯიხური აშხაბადის ცენტრში.

გიგანტური თერმომეტრი აშხაბადის წრიულ მოედანზე. წინა პლანზე მოთავსებულ ეკრანზე ტრიალებს ვიდეორგოლი, რომელშიც ქვეყნის ავტოკრატი ლიდერი გურბანგული ბერდიმუხამედოვია ნაჩვენები ოფიციალურ ცერემონიებზე.

2019 წელს მსოფლიოში პრესის თავისუფლების ინდექსში თურქმენეთი უკანასკნელ ადგილზე მოხვდა.

ბერდიმუხამედოვის პორტრეტი ტაქსიში. პროფესიით კბილის ექიმი ბერდიმუხამედოვი 2007 წლიდან უდგას სათავეში დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე უფრო რეპრესიულ რეჟიმს. მან გააგრძელა პიროვნების კულტი, რომელიც მისმა წინამორბედმა, საფარმურატ ნიაზოვმა დაამკვიდრა.

ნიაზოვის 12-მეტრიანი, ოქროს ფილებით დაფარული ძეგლი. ნიაზოვი 1990-2006 წლებში მართავდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას.

ნიაზოვის ძეგლი ნეიტრალიტეტის თაღზე. ნაგებობა ერთ დროს იდგა აშხაბადის ცენტრში, სადაც ოქროს ქანდაკება ისე ბრუნავდა, რომ მუდამ მზეს უყურებდა.

ოქროს რელიეფი ნეიტრალიტეტის თაღზე. 2010 წელს ბერდიმუხამედოვმა მონუმენტი აშხაბადის გარეუბანში გადაატანინა.

ნიაზოვის ოქროს ქანდაკება მზის მიმართულებით აღარ ბრუნავს.

ქუჩის დამლაგებელი გაავდრების წინ აშხაბადისკენ მიმავალ ერთ-ერთ მაგისტრალზე, რომელიც, როგორც წესი, ცარიელია.

დედა-შვილი ავდარს არიდებს თავს.

კონსტიტუციის მონუმენტი (მარცხნივ) და თურქმენეთის კოშკი ზედა (მარჯვენა ნაწილში). 185 მეტრის სიმაღლის მონუმენტი ყველაზე მაღალი ნაგებობაა თურქმენეთში.

გუშაგი კონსტიტუციის მონუმენტთან. მრავალი სხვა ძეგლის მსგავსად, უზარმაზარი ნაგებობის გარშემო სიცარიელეა.

კონსტიტუციის მონუმენტთან.

აშხაბადის გარეუბანი.

აშხაბადში მდებარე დამოუკიდებლობის მონუმენტის გარშემო ძველი თურქმენი მეომრებისა და ლიდერების 27 ქანდაკებაა განლაგებული.

ძველი თურქმენი მეომარი აშხაბადისკენ იყურება.

ერთ-ერთი იშვიათი სტუმარი აშხაბადის გარშემო მდებარე გორაკებზე გამავალი „სიჯანსაღის ბილიკზე“, რომლის სიგრძე 37 კილომეტრია.

ახალგაზრდა წყვილი გამოდის ალემის კულტურისა და გართობის ცენტრიდან. მასში მდებარეობს სათვალთვალო ბორბალი, რომელიც მსოფლიოში უდიდესია შენობაში მდებარე ბორბლებს შორის.

ყოფილი პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის ძეგლი აშხაბადში.

აშხაბადიდან ჩრდილოეთით, უდაბნოში მდებარე გაღატაკებული სოფელი.

აქლემები ბაკიდან გამოდიან.

ფოტოგრაფი ეიმოს ჩეპლი დარვაზის გაზის კრატერთან, რომელიც 1970-იანი წლებიდან იწვის. ამ ადგილს ჯოჯოხეთის კარიბჭესაც უწოდებენ.

ტაქსის მძღოლი ჩრდილოეთ თურქმენეთში ათვალიერებს საბჭოთა პერიოდის ავიაგამანადგურებელს. თვითმფრინავს გამოცლილი აქვს ყველაზე ძვირფასი ნაწილები.

თურქმენი ბიჭი წყალს სვამს ივლისის პაპანაქებაში.