- ბატონო პაატა, ბოლო წლებში ბევრმა დაკარგა სამუშაო, მთელმა სექტორებმა დაკარგეს ამერიკული და ევროპული დაფინანსება, საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლებს ათავისუფლებენ, ქვეყანა იზოლაციისკენ მიდის, მათ შორის ფინანსური კუთხით. ეს როგორ აისახება 2026 წელზე?
მთავრობის კურსის შედეგად ქვეყანა იზოლირებულია. ინვესტორებისთვის ის სანდო არ არის, რადგან იციან, რომ აქ კორუფციაა...
- ეროვნული ბანკის პოლიტიკის თვალსაზრისით, სასიკეთო არაფერია. საჭიროზე მეტი ფული მიეწოდება ეკონომიკას, ეს კი ფასებს ზრდის.
სახელმწიფო ხარჯები წლიდან წლამდე იზრდება, მაშინ, როცა თვითონ ბიუროკრატია კორუმპირებული და ზეცენტრალიზებულია - რეგიონში რაღაც რომ გადაწყდეს, თბილისთან უნდა შეათანხმონ.
ჩოხატაურში ამ გაზაფხულზე დიდთოვლობის გამო სახლები რომ დაინგრა, დღემდე არც კომპენსაცია გაუციათ და მშენებლობების დიდი ნაწილიც არ დასრულებულა. ადგილობრივ მთავრობას ფული არა აქვს, ცენტრში კი მოუნდებათ - გადაწყვეტენ, მოუნდებათ - არ გადაწყვეტენ.
მთავრობის კურსის შედეგად ქვეყანა იზოლირებულია. ინვესტორებისთვის ის სანდო არ არის, რადგან იციან, რომ აქ კორუფციაა. ვერ დაასახელებთ მსხვილ უცხოურ ინვესტიციებს, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა, მხოლოდ ისაა, რაც მთავრობას უკავშირდება. ამ პროექტებშიც მთავრობა თავად იხდიდა, რეალურად არც იყო ინვესტიცია.
ასევე ნახეთ არნახული არაბული ინვესტიცია, 6,6-მილიარდიანი პროექტი, მილიონობით კვ.მ. მიწა და გასაიდუმლოებული კონტრაქტი - რა ვიცით?რესურსებზე ხელი მხოლოდ ძალიან ვიწრო ჯგუფს მიუწვდება, იმას, ვინც ბიზნესმენია, მაგრამ მთავრობასთან დაახლოებული. მერე უტიფრად გამოდიან და აცხადებენ, საქართველოში ყველაფერი კარგადააო. სინამდვილეში კი არის ქრთამი, ჩაწყობა, მიკერძოება... მიგიქცევიათ ალბათ ყურადღება, როგორ ემთხვევა ერთმანეთს ის კომპანიები, რომლებიც ტენდერებს იგებენ და რომლებიც მმართველ პარტიას სწირავენ ფულს.
- 2026 წელს კიდევ ექნება სახელმწიფოს ფული ტენდერების გამოსაცხადებლად?
ნებისმიერი განცხადება, რომელიც ვითომ ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება და ბიზნესისთვის მარწუხების მოჭერას გულისხმმობს, იმისთვისაა, რომ ბიზნესი კიდევ უფრო გააკონტროლონ...
- ჯერჯერობით შემოსავლები იზრდება: IT სექტორი, წიაღისეული, ტრანზიტი... ჯერჯერობით საჯარო შემოსავლები არის და ხელისუფლება თავს ინახავს. რაც არა აქვთ, ეს არის ფინანსური მხარდაჭერა დასავლეთისგან, ყოველ შემთხვევაში ის მკვეთრად შემცირდა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ვალებს დროულად ისტუმრებენ და დასავლეთს ამაზე განსაკუთრებული განგაში არ აუტეხავს.
- რამდენად შეექმნება დისკომფორტი თავად იმ ბიზნესს, რომელმაც აქამდე იცოდა ვისთან „დაელაგებინა“ საქმე, მაგრამ „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირებების შედეგად, ეს უკვე სათუო გახდა?
- ვინც იგებს, მას რჩება ყველაფერი. სისტემა არ იცვლება. შესაძლოა ერთი ადამიანი ჩამოშორდეს ამ სქემას, მაგრამ სხვა ჩაენაცვლება და ახლა იმასთან მიიტანენ. ახლა ეს გადანაწილება მიდის.
- „ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივაა ფასების კონტროლი. ამას როგორ აფასებთ?
- ნებისმიერი განცხადება, რომელიც ვითომ ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება და ბიზნესისთვის მარწუხების მოჭერას გულისხმობს, იმისთვისაა, რომ ბიზნესი კიდევ უფრო გააკონტროლონ. ამით ეუბნებიან: „უჩვენოდ არაფერი გააკეთო, თორემ აგერ სუსი შემოვა და პრობლემებს შეგიქმნის“.
ასევე ნახეთ კობახიძე: პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისიასურთ ეს სექტორი სრულად დაიმორჩილონ და გამოუვათ კიდეც, რადგან ეს კომპანიები ისედაც მათზე იყვნენ დამოკიდებულები. მიჩვეულები არიან ყულფის ქვეშ ცხოვრებას. არცერთი არ გამოსულა და არ გაუპროტესტებია.
- 2026 წელს ფასები ისევ გაიზრდება?
- ფასები საქართველოში წელიწადში 3-5%-ის ფარგლებში იზრდება, იშვიათად ასე არ ყოფილიყო.
- ექნება დასაქმების საშუალება იმ ხალხს, რომელიც ახლა უმუშევარი დარჩა?
- მათგან უმეტესობა საჯარო სექტორიდან არიან, განსხვავებული აზრის გამო გამოშვებულები. ასევე არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათ ბიზნესის გამოცდილება არა აქვთ, ამიტომ მოახერხებენ თუ არა რამე გააკეთონ, ძნელი სათქმელია. იმის სივრცეც არაა, რომ სხვაგან წავიდნენ, მაგალითად, უნივერსიტეტში და იქ იმუშაონ. ამიტომ, ბევრი ცდილობს საზღვარგარეთ წავიდეს. იქ უფრო ეადვილებათ მუშაობა, თუნდაც ბიზნესში.
ასევე ნახეთ მთავრობის ფავორიტები - ვის და რისთვის ერგო სახელმწიფო გრანტები?