ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

Your browser doesn’t support HTML5

უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე არ იზიარებს ოპონენტების მწვავე შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით შემუშავებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. „უნდა მოწესრიგებულიყო მათ შორის - სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის საკითხები - ეს არის ODHIR-ის რეკომენდაცია, რომელიც აისახა კანონპროექტში და გაუგებარია, რა კუთხით არის საუბარი გამოხატვის თავისუფლებაზე? არავითარი ცვლილება, რომელიც შეიძლება რამენაირად ზღუდავდეს გამოხატვის თავისუფლებას არ არის მოაზრებული იმ ცვლილებებით, რომლებიც არის ჩვენს მიერ წარმოდგენილი. შესაბამისად, ეს არის თითიდან გამოწოვილი“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 5 აგვისტოს.