იტალიაში, ფოჯის კონსერვატორიის მაგისტრატურამდე, ირაკლი ნუცუბიძემ საქართველოშიც მიიღო მუსიკალური განათლება და შემდეგ სალერნოს ჯუზეპე მარტუჩის სახელობის კონსერვატორიაშიც ისწავლა.
დრამატული ბარიტონი პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს უამბობს უსინათლო მუსიკოსის სირთულეებზე, თავის წარმატებაზე ოპერის სამშობლოში და ადამიანებზე, რომლებიც მუდამ მხარში ედგნენ.