ირმა ბუთხუზი - "კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს!"

Your browser doesn’t support HTML5

ცხინვალში, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ 23 ივნისს დაგეგმილი აქციის მიზანი არის ერთადერთი - ზაზას გათავისუფლება. მისი თქმით, დღემდე ოჯახი ჩუმად იყო, რომ, ხელი არ შეეშალა ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესისთვის, თუმცა ამას შედეგი არ მოუტანია.