შეხვედრის შემდეგ კობახიძემ კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) - მისი სიტყვით გამოსვლა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაეთმო.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და „ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა“.
„შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პატრიარქის ეპოქალურ როლს ქვეყნისა და ერის ისტორიაში“, - წერს ადმინისტრაცია.
ასევე ნახეთ
ბოჭორიშვილი ერთ წელიწადში მეშვიდედ შეხვდა უნგრეთის საგარეო მინისტრს, ამჯერად - ვენაში„მისი უწმინდესობის გარდაცვალება ... ჩვენთვის ღრმად პირადულია, რადგან მან სიყვარულით აავსო ადამიანების გულები და თავადაც უდიდესი სიყვარული მიიღო ხალხისგან“, - განაცხადა კობახიძემ სიტყვით გამოსვლაში.
„პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ, დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა“, - თქვა მან.
სიტყვის მეორე ნაწილში ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ევროინტეგრაციაზე და იმედი გამოთქვა, რომ „ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტსა და იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“.