ამ მასალაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა სამხედრო დანიშნულების ტოქსიკური ნივთიერება, ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტე“.
BBC-ის ფილმის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში სუს-მა გამოძიება დაიწყო, მეორე დღეს კი გამოკითხვაზე დაიბარა როგორც სამეცნიერო კვლევის ავტორი ექიმები, ასევე აქციის ის მონაწილეები, ვინც მათ კვლევაში მიიღო მონაწილეობა.
ინტერვიუს ჩაწერიდან ინტერვიუს გამოქვეყნებამდე, 2 დეკემბრის საღამოს სუს-მა სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხა კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ექიმი კოტე ჩახუნაშვილი - რადიო თავისუფლებასთან 1 დეკემბერს ჩაწერილ ინტერვიუში ის საუბრობს კვლევაზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე.