ამ ინტერვიუს ნაწილია ცუდი და კარგი სცენარებით მოვლენების განვითარების შემთხვევაში საქართველოს მომავლის კონტურების მოხაზვა - ცუდი სცენარი ლაშას ნაწილობრივ უკვე აღწერილი აქვს ბოლო დისტოპიურ რომანში "დამკვირვებელი", კარგი სცენარი კი ისაა, რისთვისაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანები ყოველდღიურად ეწინააღმდეგებიან სისტემას - მათ შორის, ისტორიისა და მეხსიერების დასაცავად.
„ივანიშვილი ცდილობს დაიმსგავსოს საქართველო, ყველა ტირანი ამას ცდილობს" - ლაშა ბუღაძე - გამოკითხვა
Your browser doesn’t support HTML5
მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე, რომელიც ბოლო რომანებში შლის საზღვარს საკუთარ ბიოგრაფიასა და ქვეყნის ისტორიას შორის, გამოკითხვაში მსჯელობს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეებზე და იმაზეც, როგორ იცვლებოდა ეს იდეები სხვადასხვა ეპოქასა და კონტექსტში.