მდინარაძეს ღარიბაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძე შუამავლობას უარყოფს და ამბობს, რომ ექსპრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, „ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს“.
19 აგვისტოს ადვოკატმა, ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ, თქვა, რომ მამუკა მდინარაძე უბრალოდ „შემსრულებელი“ იყო, წერილების გამოქვეყნება კი გაგრძელდება.
ასევე ნახეთ
მდინარაძე ღარიბაშვილის ბრალდებაზე: პატიმრობაში მყოფი კაცია, შევიკავებ თავს“როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ თავის მხრივ“, - უთხრა, 19 აგვისტოს, მამუკა მდინარაძემ მედიას. არ დაუკონკრეტებია, ორი წერილიდან რა გამორიცხავს ერთმანეთს.
პროსახელისუფლებო ტელემედიამ განმარტა, რომ პირველ წერილში ღარიბაშვილი წერილის გამომგზავნად ბიძინა ივანიშვილს ასახელებდა, ხოლო მეორე წერილში - მამუკა მდინარაძეს.
სინამდვილეში 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა დაწერა, რომ წერილი, რომელშიც მას კორუფციული ბრალის აღიარება შესთავაზეს, გაგზავნილი იყო “ბიძინა ივანიშვილის დავალებით”; ხოლო 18 აგვისტოს მან დააკონკრეტა, რომ წერილი პირადად მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. ასევე, ღარიბაშვილი მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს მხარეზე, რომელთანაც კომუნიკაცია ჰქონდა - ჩანს, რომ ის მხოლოდ მდინარაძეს არ გულისხმობს.
2026 წლის ივლისში - იმ პერიოდში, რომელზეც ღარიბაშვილი მიუთითებს თავის წერილში - მამუკა მდინარაძე ჯერ კიდევ სახელმწიფო მინისტრი იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ეს პოსტი აპრილში სპეციალურად მისთვის შეიქმნა; თუმცა ივლისის ბოლოს მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად გადაიყვანეს, დროებით - ვიდრე მისთვის, სექტემბერში, კიდევ ერთ ახალ უწყებას შექმნიან. მდინარაძის შემდეგი თანამდებობა - რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იქნება.
- მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” მთავრობაში სუსის მე-4 უფროსი იყო. 6 წლით არჩეულმა, ამ პოზიციაზე მხოლოდ არასრული 8 თვე დაყო [2025 წლის 3 სექტემბრიდან 2026 წლის 21 აპრილამდე].
- მანამდე, ძირითადად პარლამენტში იყო - ხანგრძლივად მუშაობდა “ქართული ოცნების” ფრაქციის ხელმძღვანელად და უმრავლესობის ლიდერად.
- სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მდინარაძე 3 თვეზე ოდნავ მეტ ხანს მუშაობდა.
- დაახლოებით თვე-ნახევარი გამოუვა რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე.
ასევე ნახეთ
მდინარაძის 4 თანამდებობა არასრულ ერთ წელში - რა ხდება “ძალაუფლების ოლიმპოზე”?ასევე ნახეთ
სუსის 10 წელი, მე-4 უფროსი და განუზომელი უფლებები2026 წლის 29 ივლისს, მდინარაძის მინისტრად წარდგენისას, “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მისი ბოლო თანამდებობა - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ამიერიდან საჭირო საერთოდ აღარ იქნება, რადგან მდინარაძემ ეფექტიანი კოორდინირების სისტემა უკვე ჩამოაყალიბა.
მანვე თქვა, რომ 2026 წლის სექტემბერში საერთოდ გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო.
18 აგვისტოს, როდესაც ღარიბაშვილმა თავის წერილში მდინარაძე ახსენა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ მისი დაჭერის პერსპექტივაც დაინახა.
“მაღალჩინოსანი „ქოცების“ რაოდენობა ციხეში გაიზრდება. რეგიონების “გენერალმა” ჩანთის ჩალაგება უნდა დაიწყოს. ივანიშვილის ვერტიკალი აუცილებლად დაიშლება“, - დაწერა ლემონჯავამ სოციალურ ქსელში.
დააწინაურეს თუ დააქვეითეს? - ეს იყო მთავარი შეკითხვა, რომელიც ძალოვანი ბლოკიდან მამუკა მდინარაძის რეგიონების მიმართულებით გადაყვანას მოჰყვა, 2026 წლის ივლისში.
“ქართული ოცნების”კოალიციის ყოფილმა თანაგუნდელმა დავით ზურაბიშვილმა მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს იყო - “ჩამოცილება ძალაუფლების ოლიმპოდან”, რადგან “ბიძინა ივანიშვილის მთავარი დასაყრდენი ამ ქვეყანაში შსს, პროკურატურა, უშიშროება და სასამართლო სისტემაა”.
აქვე იყო შეკითხვაც - თუკი მდინარაძის მომავალი პოზიცია ასე მნიშვნელოვანია, "რატომ აძლევენ სახელმწიფო მინისტრის პოსტს და არა მინისტრისას?!"
ასევე ნახეთ
ღარიბაშვილის წერილი გამოქვეყნდა: „იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ასევე ნახეთ
„თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე“ - კობახიძეერთ დროს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი როგორც გვეუბნება, ღარიბაშვილის მონათხრობში გასაკვირს ვერაფერს ხედავს.
“ბიძინამ მაფიოზური სისტემა ჩამოაყალიბა და ამ სისტემაში ყველაფერი პირად ერთგულებაზეა აგებული… ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ღარიბაშვილმა ფული პირადად მას მოპარა და ახლა ცდილობს, რომ ამოიღოს ეს ფული… მდინარაძე არის ჩვეულებრივი ე.წ. ხელის ბიჭი, რომლის ხელითაც ამ შემთხვევაში ჩრდილიდან მოქმედებს ბიძინა [ივანიშვილი]… მიაგზავნიან-მოაგზავნიან, მერე გენერლის “პაგონებს” დაადებენ და ეს არის მაგის ბონუსი”, - გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილზე მორიგი შეტევა კობახიძე-მდინარაძის გუნდის აქტიურობით არის წამოწყებული, რათა ის ბიძინა ივანიშვილის თვალში საბოლოოდ დააკნინონ; ხოლო ექსპრემიერის წერილებში, მისი აზრით, არ ეწერა შეტევის მთავარი მიზანი - წაღებული “ფულის ამოღება”.
დაშვებულის მიღმა "მოპარული ფულის დაბრუნების" მცდელობა - ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ბრალდებებით დაპატიმრების "რეალური მიზეზის" ყველაზე გავრცელებული ვერსიაა ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში.
ღარიბაშვილის წერილებს ხუხაშვილი საკითხის პოლიტიზების “უკბილო მცდელობას” უწოდებს - თითქოს ეს ყველაფერი პოლიტიკაში მისი დაბრუნების პრევენციისთვის ხდება. “როგორც ჩანს, ღარიბაშვილს ჰქონდა იმედი, რომ ბაკურიანის ტყეებს შეინარჩუნებდა, მაგრამ დახვდა კედელი” - ხუხაშვილისთვის ეს წერილები ბიძინა ივანიშვილის ყურადღების მონადირების მცდელობაა.
- 2026 წლის 12 იანვარს, როდესაც ღარიბაშვილი დახურული სასამართლო სხდომიდან ციხეში გადაიყვანეს - ადვოკატებმა ახსნეს, რომ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ მის ოჯახს არ ჩამოართმევდნენ ღვინის ქარხანას; მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსავლების დამალვაში ბრალი ისევ დარჩა.
გია ხუხაშვილი ლაპარაკობს იმის შესახებაც, რომ თავად კობახიძისა და მდინარაძის გუნდის დროც დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ივანიშვილის სისტემაში ფიგურების გამოცვლა, მისი თქმით, საქართველოში რეალურად ვერაფერს შეცვლის, თუკი ხალხმა არსებულ პრობლემებს მხოლოდ ცნობისმოყვარეობით დაუწყო ყურება.
ასევე ნახეთ
ვის ეშინია პოლიტიკაში ღარიბაშვილის მესამედ მოსვლის? - პატიმარი ექსპრემიერის ორი წერილი ორ დღეშიგენერალი მდინარაძე კობახიძის მოადგილეა (ვიცე-პრემიერი) და მისი კეთილგანწყობითა და ნდობით სარგებლობს.
ღარიბაშვილი და კორუფცია
ბოლო ორ დღეში, “ქართული ოცნების” ლიდერებმა ირაკლი ღარიბაშვილის სახელი უკვე მეორედ დაუკავშირეს კორუფციას. 19 აგვისტოს ამის შესახებ - მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა; ხოლო წინა დღით, ეს ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მან პირდაპირ თქვა, რომ “ადამიანს [ირაკლი ღარიბაშვილს] აქვს აღიარებული კორუფციული დანაშაული”.
2026 წლის იანვარში, როცა ღარიბაშვილი ციხეში წავიდა, ყოფილი თანაგუნდელები კორუფციას არ ახსენებდნენ - არავის გაუპროტესტებია დაცვის მხარის განცხადებები, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დანაშაული კორუფციას არ მოიცავს და რომ მას ბიუჯეტი არ დაუზარალებია.
- 2026 წლის იანვარში, ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - საპროცესო შეთანხმების საფუძველზე.
- მან აღიარა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია [ფულის გათეთრება], განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლით [სს კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი];
- დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა, ორი ავტომობილის ჩამორთმევა და იმ 6.5 მილიონი აშშ დოლარის კონფისკაცია, რომელიც მას [3 თვით ადრე] ჩხრეკისას სახლში აღმოუჩინეს.
ირაკლი ღარიბაშვილის დაუსაბუთებელ ქონებასთან და კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვები და ვარაუდები წლების განმავლობაში მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის ყურადღების ცენტრში იყო. ჟურნალისტური გამოძიებებით გამოაშკარავებულ ფაქტებს “ქართული ოცნება” უარყოფდა.
გახმაურებული ამბებისთვის სათანადო ყურადღება არც ანტიკორუფციულ ბიუროს არ მიუქცევია, რომლის ხელმძღვანელიც პრემიერ-მინისტრის დანიშნული იყო. ეს უწყება აღარ არსებობს.
ასევე ნახეთ
ანტიკორუფციული ბიურო: გზა ევროკავშირის რეკომენდაციებიდან გაუქმებამდებოლო პერიოდში სწორედ კორუფციის ბრალდებით არის დაპატიმრებული ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი: მათ შორის - სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს, ბურჭულაძე ღარიბაშვილის მოადგილე იყო.
- 17 აგვისტოს ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის ფრაგმენტში ჩანს, რომ კორუფციული დანაშაულის „აღიარებას“ სთავაზობდნენ - გასამართლების მასზე მორგებული პირობებით, რის შედეგადაც საპატიმრო წლები აღარ დაემატებოდა.
- "შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ." - წერია ბეჭდურ წერილში.