მტკვრის თევზები, რომლებიც გადაშენდნენ

Your browser doesn’t support HTML5

მტკვარში წლების წინ ზუთხის და ორაგულის დაჭერაც კი შეიძლებოდა, მაგრამ ახლა, ძირითადად, ხრამულსა და ნაფოტაზე თევზაობენ. მეთევზეები და ექსპერტები სახეობების გადაშენების მიზეზად მტკვრის დაბინძურებასა და ბრაკონიერობას ასახელებენ. თევზს იზიდავს ფეკალიები, მისი ორგანიზმი ადვილად იგროვებს მძიმე მეტალებს, შედეგად ჩნდება ეჭვი, რომ მტკვარში დაჭერილი თევზის ჭამა უსაფრთხო არ არის.