ოკუპირებულ აფხაზეთში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს ე.წ. მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე კრისტიან ბჟანია.
დე ფაქტო შსს-ს თანახმად, შემთხვევა 14 მაისს, დაახლოებით ღამის 03:30 საათზე მოხდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში.
ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას, კრისტიან ბჟანია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, ის გულრიფშის რაიონის საავადმყოფოშია მოთავსებული.
მისი დაჭრის ფაქტზე დაწყებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დააკავეს ვლადისლავ ბჟანია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ასევე ნახეთ
"მოგვიწევს დავემშვიდობოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს" - ინტერვიუ აფხაზეთის ე.წ. მთავრობის აპარატის მაღალჩინოსანთანკრისტიან ბჟანია სხვადასხვა დროს მუშაობდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში და ეკავა „პრეზიდენტის თანაშემწის“ პოსტიც.
90-იან წლებში იყო კონფლიქტის მოგვარების სამმხრივი კომისიის (რუსეთი-ოკუპირებული აფხაზეთი-საქართველო) საინფორმაციო სამსახურის თანახელმძღვანელი აფხაზური მხრიდან.