ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისის გამო ჩაბნელებული ქუჩები, დახურული ქარხნები

ფერმერი ბენზინგასამართ სადგურზე, რომელსაც დიზელის საწვავი გაუთავდა. მანიკგანჯი, ბანგლადეში, 8 აპრილი.

მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით აზიაში, იგრძნობა საწვავის დეფიციტი მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და აღარ ატარებს ნავთობისა და გაზის ტანკერებს. რეგიონი ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 60 პროცენტს ახლო აღმოსავლეთიდან ახორციელებს.

დახურული მაღაზიები ქაიროში. 28 მარტს ეგვიპტის მთავრობამ განკარგულება გასცა, რომ მაღაზიები საღამოს 9 საათზე უნდა დაიხუროს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის პირობებში.

ეს მეთევზე აიაკიოს პორტის ბლოკადაში მონაწილეობს საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე. 7 აპრილი.
კორსიკელი მეზღვაურები აპროტესტებდნენ საწვავის ფასების „სასიკვდილო სპირალს“. კუნძულზე საწვავის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ძირითად საფრანგეთში.

მანქანებისა და მოტოციკლეტების გრძელი რიგი ბენზიგასამართ სადგურთან ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში 6 აპრილს. ქვეყანაში საწვავის დეფიციტი მიეწერება „პანიკურ შესყიდვებს“ ბანგლადეშში საწვავის მიწოდების თაობაზე ბუნდოვანების ფონზე.

ჯარისკაცი დარაჯობს ნავთობის საცავის შესასვლელთან დაკაში. 3 აპრილი.

ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ბანგლადეშის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით განალაგა ჯარები და პოლიცია საწვავის საწყობებთან.

პაკისტანის ქალაქ ისლამაბადში მოვაჭრეებმა 7 აპრილს ადრე დახურეს თავიანთი მაღაზიები.
ენერგიის დაზოგვის ზომების ფარგლებში, პაკისტანის მთავრობამ 6 აპრილს გასცა განკარგულება, რომ ბაზრები და სავაჭრო ცენტრები საღამოს 8 საათამდე დაიხუროს.

კერამიკის ქარხანამ მუშაობა შეაჩერა ინდოეთის ქალაქ მორბიში. 5 მარტი.

როგორც იტყობინებიან, მარტო მორბიში ასობით ქარხანამ შეაჩერა მუშაობა საწვავის დეფიციტის გამო, ვინაიდან ინდოეთის კერამიკის ინდუსტრიის ღუმელები დიდი რაოდენობით გაზს მოიხმარს.

ხალხი წყლის კონტეინერებს ავსებს სატვირთო მანქანიდან, ვინაიდან საწვავის მწვავე დეფიციტის პირობებში ქვეყანაში შეფერხებულია წყლის სატუმბი დანადგარების მუშაობა. ჰავანა, კუბა, 19 მარტი.

მოხალისე კუპონით ხელში ბენზინგასამართ სადგურზე ამერიკის ქალაქ ჩიკაგოში გამართულ ღონისძიებაზე, რომლის დროსაც ადგილობრივი ბიზნესმენი მოსახლეობას 200 000 დოლარის ღირებულების ბენზინის ჩუქებას დაჰპირდა. 4 აპრილი.

მამაკაცი ველოსიპედს არემონტებს პაკისტანის ქალაქ კუეტაში მდებარე მაღაზიაში. საწვავის ფასების ზრდის ფონზე მგზავრები ეძებენ გზებს, რათა თავი აარიდონ მოტოციკლების გამოყენებას. 7 აპრილი.

მუშა პლასტმასის გრანულებით სავსე პარკებით ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში 1 აპრილს. პლასტმასის პროდუქტები წიაღისეული საწვავისგან მზადდება და ექსპერტები აცხადებენ, რომ ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის გამო მასალის ფასი გაიზრდება.

სამხრეთ სუდანელი გოგონა მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურას იყენებს სწავლისთვის, რადგან, როგორც იტყობინებიან, ირანთან აშშ-ისა და ისრაელის კონფლიქტმა აფრიკის ამ ქვეყანაში ელექტროენერგიის რაციონირება გამოიწვია.

უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რა გავლენას ახდენს მსოფლიოზე ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი.