საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით:
- სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა ერთ წლამდე პატიმრობით.
რადიო თავისუფლებას ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრმა უთხრა, რომ ის საქართველოში ხუთი დღის წინ ჩამოვიდა და 23 აპრილის ღამეს პირველად გავიდა სახლიდან. მისი დაკავების შესახებ ოჯახს დღეს, 24 აპრილს, დილით, დაახლოებით 08:00 საათზე აცნობეს - მიზეზად ჩხუბი დაასახელეს.
ასევე ნახეთ
რატომ არის ლაზარე "იდეალური დამნაშავე"ლაზარე გრიგორიადისი ორი წლის წინაც იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით. მას გამოძიება 2023 წლის მარტში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა.
2024 წლის 12 აპრილს ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო მისთვის ბრალად წაყენებულ ორივე დანაშაულში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ზუსტად ორი წლის წინ, 2024 წლის 24 აპრილს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
ასევე ნახეთ
პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცამას შემდეგ გრიგორიადისი პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით რამდენჯერმე დააკავა, ქართულმა სასამართლომ კი სამართალდამრღვევად ცნო.