ამ შემთხვევაშიც ეს ქმედება შეფასებული აქვთ, როგორც ტერორისტული აქტი.
„ბრალდებული სავენტილაციო მილზე ავიდა და სცადა ფანჯრის გაღება, რაც ვერ შეძლო. შემდგომ ჩავიდა კიბეებზე და სარკმლის გამოყენებით არქივის ოთახში შეაგდო ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი. შემდგომ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რომელიც მეორე არქივის ოთახის მიმდებარედ იყო განთავსებული და სავენტილაციო მილზე ასვლისთანავე ცეცხლი წაუკიდა ფანჯარას და სადენებს“, - ასეა აღწერილი პოლიტიკოსისთვის წაყენებული ბრალის შინაარსი.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამის შედეგად სასამართლოს შენობის გარე ფასადზე და არქივში, სადაც განთავსებული იყო ასეულობით სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, გაჩნდა ხანძარი.
პოლიტიკოსის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა 27 მარტს თქვა, რომ ეს არის „შეკერილი საქმე“.
„ცდილობენ, რომ ამით რაღაცა ჯაჭვი შექმნან, რომ არსებობდა რამდენიმე ეპიზოდი მის მიერ რაღაც კონკრეტული ქმედებების განხორციელების. ეს ნათლად მიუთითებს, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება და ცდილობენ, რომ ამით ჩამოაცილონ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას...
თქვა, რომ „ალბათ, მალე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენო“. ნებისმიერი ხანძარი, რომელიც თბილისში მომხდარა, ახლა გამოძიება ცდილობს, რომ ყველაფერი ალექსანდრე ელისაშვილს დაუკავშიროს“, - თქვა ადვოკატმა.
- ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს;
- შსს-ს ცნობით, „შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა“. ის ადგილზევე დააკავეს;
- მალევე მისმა ადვოკატმა მედიასთან თქვა, რომ „ელისაშვილი ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად“;
- მას ედავებიან „ტერორისტული აქტის“ მცდელობას. სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით, ალეკო ელისაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
- პოლიტიკოსი საპატიმროში იმყოფება, მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.