რას ითხოვს 20-21 ივნისის ღამის ერთ-ერთი პატიმრის ოჯახი?

Your browser doesn’t support HTML5

რაია სარქისიანი 20-21 ივნისის ღამის მოვლენებზე ერთ-ერთი დაკავებულის ლევან ჯიქურის მეუღლეა. ის ქმრის გათავისუფლების მოთხოვნით შს სამინისტროსთან, მთავარ პროკურატურასთან და საქალაქო სასამართლოსთან ფლაერების დარიგებას იწყებს.

რაია სარქისიანი ამბობს, რომ მეუღლე უდანაშაულოა და მისი დაპატიმრებით მთელი ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 20 ივნისის ღამეს ლევან ჯიქური „სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“.

მას საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული პროცესზე შეუძლოდ გახდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოჯახისთვის უცნობია, რადგან მას ახლობლებთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვს. ლევან ჯიქურის მომდევნო სასამართლო პროცესი 27 აგვისტოსაა ჩანიშნული. 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, ჯგუფური ძალადობისთვის 19 ადამიანია ბრალდებული. 15-ზე მეტი კი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.