აშშ-ს ვიზა - როგორ შეამოწმოთ გაუვიდა თუ არა ვადა დოკუმენტს?

ამერიკის დროშა და თავისუფლების ქანდაკება

სულ უფრო მკაცრდება ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო პოლიტიკა. ამერიკაში არალეგალურად დარჩენის თავიდან ასაცილებლად, აშშ-ის საელჩო თბილისში აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება და აწვდის ინფორმაციას, როგორ გადაამოწმონ ჯერაც ვარგისია თუ არა მათი ვიზა.

ვის ეხება ეს ინფორმაცია?

აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ამერიკის ვიზა აქვთ.

როგორ შეამოწმოთ რამდენ ხანს შეგიძლიათ დაჩენა თქვენი ვიზით

შედიხართ ამ ბმულზე: ეთანხმებით „Terms of Service“ (ქართ: მომსახურების პირობები). საიტი გადაგიყვანთ აპლიკაციაზე, სადაც თქვენი მონაცემები უნდა შეიყვანოთ. აპლიკაციის შევსების შემდეგ მიიღებთ პასუხს.

რაზეა დამოკიდებული დარჩენის ხანგრძლივობა

საერთაშორისო ვიზიტორისთვის დარჩენის ვადას განსაზღვრავს საიმიგრაციო ოფიცერი აშშ-ში ჩასვლისას. ეს არ არის დამოკიდებული თქვენი B1/B2 ვიზიტორის ვიზის ვადის გასვლის თარიღზე. იმისთვის, რომ გაიგოთ, რამდენ ხანს გაქვთ აშშ-ში დარჩენის უფლება, შეამოწმეთ თქვენს I-94 ფორმაზე მითითებული „Admit Until“ თარიღი.

რას ნიშნავს ვიზაზე ვადის გადაცილება (Overstay)?

როდესაც ადამიანი რჩება შეერთებულ შტატებში იმ თარიღზე მეტხანს, რომელიც მითითებულია მის ფორმა I-94-ზე (ჩასვლა/გამგზავრების ფორმა).

ფორმა I-94-ზე მითითებული თარიღი არის ამერიკაში კანონით დაშვებული ყოფნის ბოლო ვადა – ამერიკაში ყოფნის ვადა არ არის ის თარიღი, რომელიც მითითებულია თქვენს ვიზაზე.

რა შეიძლება მოჰყვება ვიზის ვადის გადაცილებას?

ვიზის გაუქმება და შესაძლოა დეპორტაციაც. უარეს შემთხვევაში შესაძლოა აშშ-ში ხელახლა შესვლაც აგეკრძალოთ და თქვენ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.