როცა ომს იღებ - ინტერვიუ დავით ჩხიკვიშვილთან

Your browser doesn’t support HTML5

ამ ინტერვიუში დავით ჩხიკვიშვილი სწორედ უკრაინის და სხვა ომების დღეებზე გვიყვება. იმ კადრებს იხსენებს, რომლებიც არასოდეს დაავიწყდება, რომლებიც მისმა კამერამ გადაიღო და ასე შემოინახა სხვადასხვა ომის ამბები. 

სააგენტო „Reuters’’-ის ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა კიევიდან.

უკრაინაში ის ომის დაწყებამდე ათი დღით ადრე, 14 თებერვალს წავიდა გადაღებებზე - მაშინ ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ასეთი მასშტაბის ომს წამოიწყებდა, კიევს დაბომბავდა და მიწასთან გასწორებდა უკრაინის სხვა ქალაქებს, მათ შორის, მარიუპოლს, ხარკოვს.

დათო ბოლო 30 წელია ომს იღებს.

აფხაზეთი, ჩეჩნეთი, კოსოვო, მაკედონია, ავღანეთი, ერაყი, სამაჩაბლო, მთიანი ყარაბაღი, უკრაინა... ეს არ არის იმ ცხელი წერტილების სრულყოფილი ჩამონათვალი, სადაც დათოს, როგორც ოპერატორს უმუშავია.

ამჯერად მას „როიტერსის“ გუნდთან ერთად კიევში მუშაობა მოუწია - იღებდა მეტროებსა და სარდაფებში თავშეფარებულ ხალხს, საავადმყოფოებს, კიევის აფეთქებულ სახლებს, სადგურს, საიდანაც ადამიანები ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ.

ამ ინტერვიუში ის სწორედ უკრაინის და სხვა ომების დღეებზე გვიყვება. იმ კადრებს იხსენებს, რომლებიც არასოდეს დაავიწყდება, რომლებიც მისმა კამერამ გადაიღო და ასე შემოინახა სხვადასხვა ომის ამბები.