ამ „დანაშაულის“ გამეორების შემთხვევაში, მას უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება და ერთ წლამდე ვადით შეიძლება ციხეშიც აღმოჩნდეს.
ამ ინტერვიუში ის ლაპარაკობს პროტესტზე, რეჟიმზე, საბჭოთა კავშირის ტრავმებსა და მიმდინარე პროცესებში ტოტალიტარულ დინებებზე - იხსენებს სასამართლოსა და იზოლატორებში შემხვედრ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლებს და მსჯელობს სისტემაზე, რომელიც მისი განცდით, მარცხისთვის არის განწირული.
„ღრმად მწამს, რომ ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია“ - ორგზის სამართალდამრღვევად ცნობილი 9 შვილის დედა
Your browser doesn’t support HTML5
რუსუდან კობახიძე, მეცნიერი, აქტიური მოქალაქე, უწვეტი პროტესტის მონაწილე და 9 შვილის დედა გამკაცრებული ადმინისტრაციული კოდექსის დემონსტრაციულად გაპროტესტებისა და რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის ორჯერ დააკავეს - პირველ ჯერზე მას ერთდღიანი, მეორე ჯერზე კი სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა.