რუსული ტაქსის კომპანია ეჭვებს აღძრავს ლიეტუვაში

Your browser doesn’t support HTML5

ლიეტუვაში ოფიციალური გაფრთხილება გამოიცა ტაქსის კომპანიის თაობაზე, რომელიც რუსულ მფლობელობაშია. მთავრობამ საჯარო პირებს აუკრძალა კომპანიით სარგებლობა. ხელისუფლება აცხადებს, რომ, როგორც მოკვლევამ აჩვენა, Yandex.Taxi მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციას აგზავნის რუსეთში, რითიც, შესაძლოა, ირღვეოდეს ევროკავშირის კანონები. მაგრამ თავად ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მოსახლეობის აზრი გაყოფილია.