მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტი სავაჭრო კორპორაცია Walmart Inc. ონლაინ მაღაზიის მომხმარებელს საბჭოთასიმბოლიკიან მაისურებს სთავაზობს. მაისურების მწარმოებელი კომპანიაა Buy Cool Shirts ("შეიძინე მაგარი მაისურები"). Walmart-ის ონლაინ მაღაზიაში მამაკაცის მაისურის ფასი, რომელზეც ნამგალი და ურო და CCCP არის გამოსახული, 17 დოლარიდან 30 დოლარამდე მერყეობს, გააჩნია მაისურის ფერსა და ფორმას.
ონლაინ მაღაზიაში განთავსებულმა საბჭოთა სიმბოლიკიანმა მაისურებმა საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. საკუთარ პროტესტს ისინი ტვიტერის საშუალებით გამოხატავენ და წერენ:
Why are there #Soviet-symbol T-shirts on sale at @Walmart ?!These T-shirts only benefit #Kremlin%27s #propaganda machine, which seeks to rehabilitate the Soviet regime (responsible for tens of millions dead through executions, deportations, gulags & forced starvations). pic.twitter.com/rhbQJzeHeC
— Agnia Grigas (@AgniaGrigas) August 27, 2018
„რატომ იყიდება საბჭოთა სიმბოლიკიანი მაისურები Walmart-ზე? ეს მაისურები კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მუშაობაზე ასხამს წყალს, რომელიც ოცნებობს საბჭოთა რეჟიმის აღდგენაზე. იმ რეჟიმის, რომელიც პასუხისმგებელია ათობით მილიონი ადამიანის სიკვდილზე, რომელიც მოჰყვა სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებებს, გადასახლებებს, გულაგებსა და შიმშილს “;
Well here I have a long list of things to shop for today and had plans to shop at Walmart. But instead I will get my groceries etc at Kroger’s, Dollar General or even Big Lots. @Walmart is the only big box store within 30 miles of me..so always my go to place. Not today..
— georgene winkler (@redroses1944) August 27, 2018
„დღეს გრძელი სია მაქვს საყიდლებისა და ვაპირებდი Walmart-ში წასვლას, მაგრამ სხვა მაღაზიაში წავალ. ჩემი სახლიდან 30 მილის მანძილზე Walmart-ი ერთადერთი მაღაზიაა, ყოველთვის იქ ვვაჭრობ, მაგრამ დღეს არა“;
What are you doing @Walmart ? Like we can’t see you? What kind of anti-American UNpatriotism is this?
— Gig Drain (@GigDrain) August 27, 2018
„რას აკეთებ, Walmart? გგონია, ვერ გხედავთ?...“; „ეს რა ჯანდაბაა, Walmart? პასუხები გვჭირდება“;
Definitely Not Cool @Walmart Not Cool At All
— wxdoc (@wxdoc) August 27, 2018
„ეს სულაც არ არის „მაგარი“, Walmart“; „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საბჭოთა კავშირში“;
What next - swastika shirts for back-to-school, too !? !? !?#boycottwalmart #retail #cnn #msnbc
— traversetweet (@traversetweet) August 27, 2018
„შემდეგი რა იქნება, სვასტიკა?“...
Communists have killed more than 100 million people over the past century. Countless more suffered and suffer still....and yet @Walmart promotes communist symbols...bet Tshirts are made in China 😉https://t.co/cZLQzIqDW7
— Hania Shen 沈漢娜🇵🇱🇹 (@haniashen) August 28, 2018
„გასულ საუკუნეში კომუნიზმმა 100 მილიონზე მეტი ადამიანი დახოცა. უამრავი ადამიანი დაიტანჯა და იტანჯება დღესაც... და მიუხედავად ამისა, Walmart-ი კომუნისტურ სიმბოლოებს რეკლამას უკეთებს...“;
კომპანია Buy Cool Shirts ყიდის მაისურებსა და აქსესუარებს, როგორც მამაკაცების, ისე ქალებისა და ბავშვებისათვის. გარდა მაისურებისა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ე.წ. "ჰუდი"-ებსა და ზურგჩანთებს სხვადასხვა გამოსახულებებით, მათ შორის ცნობილი მსახიობების, სპორტსმენებისა თუ სახალისო გამონათქვამებითა და ფოტოებით. თავად კომპანიის საიტზე საბჭოთა სიმბოლიკით გაფორმებული 167 პროდუქტი იყიდება.
რაც შეეხება გიგანტ კორპორაციას Walmart-ს, ის მომხმარებელს ამ კომპანიის მიერ წარმოებულ 5 პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია Buy Cool Shirts-ის პროდუქცია, კონკრეტულად მაისურები, ონლაინ მაღაზია Amazon-ზეც იყიდება, თუმცა, მათ ჩამონათვალში არ არის საბჭოთა სიმბოლიკიანი მაისურები.
კორპორაცია Walmart Inc. მსოფლიოს ერთ-ერთი გიგანტი კორპორაციაა, რომელიც ონლაიან მაღაზიასთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 12 ათასამდე მაღაზიას. მისი სათაო ოფისი არკანზასის შტატში, ქალაქ ბენტონვილშია.