სად გაასამართლებენ სომეხი ქალის მოკვლისთვის დაკავებულ რუსეთის ჯარისკაცს?

Your browser doesn’t support HTML5

სომხეთში დაკავებულია რუსეთის სამხედრო ბაზაში მომსახურე ჯარისკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია სომეხი ქალის ცემით მოკვლაში. ეს შემთხვევა კვლავ იწვევს რისხვას ჩრდილო-დასავლეთ სომხეთში მდებარე ქალაქ გიუმრის მოსახლეებს შორის, რომლებსაც წარსულშიც ახსოვთ იქ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მკვლელობები.