მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე მიუთითეს, რომ ვაჟა სირაძე, - რომელიც ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის მიერ არის სანქცირებული, - აღარ იკავებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს.
შსს-ის განცხადების თანახმად, საკადრო ცვლილებები ასე გამოიყურება:
- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის („კრიმპოლის“) დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დანიშნეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ; დაცვის პოლიცია შსს-ის სსიპ-ია;
- კუპატაძისათვის ესტონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას აქვთ სანქციები დაწესებული მიმდინარე დემონსტრაციების „ჩახშობასთან“ დაკავშირებით;
- "კრიმპოლის" დირექტორად დაინიშნა კუპატაძის მოადგილე დავით კიკნაძე;
- ვაჟა სირაძე, რომელიც 2019 წლიდან საპატრულო პოლიციის უფროსი იყო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახდა;
- სირაძის ნაცვლად საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტს დაიკავებს ლევან მაისურაძე, - რომელიც აქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო;
- სირაძემ ჩაანაცვლა ლაშა გოგნიაშვილი - თავად გოგნიაშვილი კი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.
ლაშა გოგნიაშვილი 5 აპრილს დანიშნეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად - მან თანამდებობაზე ერთ თვეზე ოდნავ მეტი დაჰყო. მანამდე ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.
გოგნიაშვილამდე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი იყო, - დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა.
ასევე ნახეთ
„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაამტკიცაამასთან, ცვლილებებია შსს-ის რეგიონული ხელმძღვანელების შემადგენლობაშიც. კერძოდ:
- კახეთის პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე გადაიყვანეს მცხეთა-მთიანეთში;
- ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;
- ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
- სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
- იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;
- შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები „სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება“.