„მსოფლიო პატრიარქმა მის უწმინდესობას გულითადად მიულოცა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურის ტახტზე აღსაყდრება და უსურვა ნაყოფიერი, მშვიდობიანი და ხანგრძლივი მსახურება ეკლესიის გასაძლიერებლად, საქართველოსა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ“, - აცხადებენ საპატრიარქოში.
17 მაისის შესახებ
17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისოა დღეა, თუმცა საქართველოს 141-ე პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივით ამ დღეს „ოჯახის სიწმინდის დღეც“ აღინიშნება.
ძალადობრივმა ჯგუფებმა, რომლებიც 2013 წლის 17 მაისს, ლგბტ ჯგუფისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, იძალადეს არაერთ ადამიანზე.
ეს დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ წელსაც აღნიშნა. ამ დღეს სამების ტაძარში ჩატარდა წირვა, რომელსაც ახალი პატრიარქი შიო III უძღვებოდა.
ასევე ნახეთ
შიო III ამბობს, რომ ოჯახი, რომელშიც აბორტის „ცოდვა ტრიალებს“, განწირულიაშიო III-ის აღსაყდრება
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე პატრიარქი, ილია II 17 მარტს მრავალპროფილურ კლინიკაში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა;
- საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ შიო მუჯირი ილია მეორემ 2017 წლის 23 ნოემბერს გამოარჩია;
- ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, 2026 წლის 11 მაისს საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.
- ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.