გიორგი მარგველაშვილი ლექტორობას დაუბრუნდა

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) სალექციო კურსს კითხულობს თემაზე "პოლიტიკა".

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე დღეა ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. პროფესორი-პრეზიდენტი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) სალექციო კურსს კითხულობს თემაზე "პოლიტიკა".

ექვსი წლის განმავლობაში დაგროვილ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას, ექს-პრეზიდენტი ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გაუზიარებს 25 სტუდენტს.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი მარგველაშვილი ლექციებს კითხულობს

​ექს-პრეზიდენტის მიზანია სტუდენტებს გააცნოს პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, გაათვითცნობიეროს ისინი ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკური აზროვნების ფორმირების პროცესის სხვადასხვა ასპექტში, მათ შორის ფილოსოფიაში, ისტორიაში, ეკონომიკაში, სოციოლოგიაში, პოლიტოლოგიაში, მასობრივი კომუნიკაციის მეთოდებში, საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებში, საზოგადოებრივ შეხედულებებსა და სხვა.

გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ პრეზიდენტობისას თქვა, რომ ის აკადემიურ საქმიანობას დაუბრუნდებოდა.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო 2013-2018 წლებში.

2012 წლამდე კი სანამ ის „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდებოდა, გიორგი მარგველაშვილი სწორედ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი იყო.