„ასე გამოიყურება, როცა არ გიშვებენ იმ ქვეყანაში, სადაც დაიბადე. ახლა მე მივყვები პოლიციას, რომელმაც უკან, თვითმფრინავში უნდა ჩამსვას, რათა გავფრინდე ბერლინში და არა კიოლნში, სადაც ვცხოვრობ, რადგან აქ ბერლინიდან ჩამოვედი. საფუძველი [არშემოშვების], პრინციპში, საკმაოდ მარტივია და ეს [ჩემი] პოლიტიკური აქტივობაა. გასულ წელს მე ვიყავი სტუმრად უკანასკნელ, ჯერ კიდევ შემორჩენილ ოპოზიციურ ტელეგადაცემაში და იქ ვთქვი ის, რაც ვთქვი“, - თქვა ბედიანაშვილმა Facebook-ზე თბილისის აეროპორტიდან გამოქვეყნებულ ვიდეოში.
2025 წლის 2 აგვისტოს ბედიანაშვილმა ინტერვიუ მისცა "ტვ პირველს“, სოციალურ ქსელში კი დაწერა: „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მალე დაუბრუნდება დემოკრატიულ და ევროპულ გზას.“
ბედიანაშვილის თქმით, თბილისის აეროპორტში თავდაპირველად უთხრეს, რომ 1000-ლარიანი ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი, „მერე კი მოვიდა მეორე [მესაზღვრე] და მითხრა, რომ 5000-ლარიანი ჯარიმა მქონდა“.
ასევე ნახეთ
„შესაძლოა, ჩემს სტატიებშია მიზეზი?“ – 8 თვის ორსული ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს„თუ არ გადავიხდიდი, ვერ შემიშვებდნენ, მაგრამ თუ გადავიხდიდი, სავარაუდოდ, მაინც არ შემიშვებდნენ. როცა ვიკითხე, ვინ წყვეტდა იმას, შემიშვებდნენ თუ არა ამ ჯარიმის გადახდის შემდეგ, მითხრეს, რომ ამას ჩვენ ვწყვეტთ“, - ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, მას კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოში გერმანიის საელჩოსთან.
„ვეცდები, როცა ბერლინში დავბრუნდები, ყველაფერი გავარკვიო, რომ კვლავ მქონდეს უფლება, ჩემს სამშობლოში დავბრუნდე და შვებულება აქ გავატარო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლების დროს ეს მარტივი არ იქნება“, - დასძინა მან.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვებით, რა გახდა ბედიანაშვილის საქართველოში არშემოშვების მიზეზი, რისთვის იყო ის დაჯარიმებული და შემოუშვებდნენ თუ არა ქვეყანაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ასევე ნახეთ
"თქვენ ჯარიმა გაქვთ, იცით, ხომ?" - შეიძლება თუ არა ამის გამო ქვეყნიდან არ გაგიშვანბექა ბედიანაშვილი (ბედიანა) 1990 წელს რუსთავში დაიბადა, 1996 წლიდან კი ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. საქართველოში, ბედიანაშვილის თქმით, ცოლისძმის ქორწილზე დასასწრებად ჩამოვიდა. მისი ცოლი და შვილი ქვეყანაში რამდენიმე დღით ადრე შემოვიდნენ.