პოლიციამ აქციაზე სპეციალური საშუალებები გამოიყენა

სავარაუდოდ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი

თბილისში, პარლამენტთან აქციაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

პოლიციამ, სავარაუდოდ, გამოიყენა წიწაკის სპრეი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ერთ-ერთი მათგანი ტვ პირველთან ამბობს: „პოლიციელს ვეფარებოდი რომ ხელი არ დაერტყათ ამ პოლიციელისთვის და ამ დროს პოლიციელებმა შემასხეს“.

კადრებში ჩანს სულ მცირე, სამი დემონსტრანტი, რომელთაც სპეციალური საშუალებები შეასხეს სახეში.

სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერებაზე, გრძელდება.

მცირე ხნით ადრე შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეთაგან „სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აქციები ამ დროისთვის მშვიდობიანია და შსს-ს მოუწოდებს, არ ჩაერიოს გამოხატვის უფლებაში, დემონსტრანტებს კი აქციის მშვიდობიანად გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

აქციის წინ ბევრი პოლიციელი დგას.

მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.

ასევე ნახეთ

საგარეო უწყების 80-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირზე"კანონსაწინააღმდეგო ქმედებას რეაგირება მოჰყვება" - შსს დემონსტრანტებს აფრთხილებსპრეზიდენტი პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდა პრეზიდენტი: არშეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა - მე ამის ერთგული ვიქნები თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება ღალატი და მონობა - ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შეჩერებაზე ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფასებსარასამთავრობოები: უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით„ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს