დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ამ ინტერვიუში, რომელიც მას შემდეგ ჩაიწერა, რაც ხელისუფლებამ თავად უარყო სტუ-სა და თსუ-ს გაერთიანების იდეა, აქებს პრემიერ-მინისტრს და განათლების მინისტრს „განათლების რეფორმისთვის“, რომელსაც დროულად მიიჩნევს და თავს არიდებს უნივერსიტეტის შესახებ დასმულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემას.
ამავე ინტერვიუში ის ჰყვება, როგორ დააკავეს ორჯერ საქართველოში და ორჯერ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეებზე - მშენებელი და ბიზნესმენი, რომელიც თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს, ასევე, პასუხობს კითხვებს პოლიტპატიმრად მიჩნეული 150-ზე მეტი ადამიანის შესახებ, რომლებიც დღეს საქართველოს ციხეებში სხედან და ეჭვქვეშ აყენებს მათი საქმეების პოლიტიკურად მოტივირებულებას.