რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება კადრები, რომლებზეც კომპლექსის თავზე კვამლის დიდი ღრუბლები ჩანს. გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ხანძარი ფართოვდება.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილია გზები. ხანძრის მასშტაბი „ძალიან დიდია“.
ფედორიშჩევმა ასევე განაცხადა, რომ დაზიანებულია „ერთ-ერთი სამრეწველო საწარმო“. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ეს ობიექტი წარსულშიც არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე.
„ამ დროისთვის ცნობილია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. ყველას სამედიცინო დახმარება უტარდება“, - განაცხადა გუბერნატორმა. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად სად დაშავდნენ ეს ადამიანები.
უკრაინულ დრონებს არაერთხელ მიუტანიათ იერიში უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის, საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე, თუმცა Ozon-ის მსხვილი ობიექტი უკრაინულმა მხარემ პირველად დააზიანა.
ასევე ნახეთ
რუსეთში კომპანია Wildberries-ის და მისი გამყიდველების დანაკარგები შესაძლოა, 600-800 მილიარდ რუბლს გაუტოლდესკომპანიის ინფორმაციით, ჩაპაევსკში მდებარე ლოგისტიკური ცენტრი ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში ყველაზე დიდი უნდა გამხდარიყო - საერთო ფართობით 135 ათასი კვადრატული მეტრი, წერს „ბიბისი“.