ცხელი კერძი და სითბო: კვების სადგურები კიეველების გადასარჩენად (ფოტორეპორტაჟი)
რიგი მანამდე დგება, ვიდრე მოხალისეები მოცემულ ლოკაციაზე კვების პუნქტს გახსნიან. ხალხი ადრე მიდის - თერმოსებით, პლასტმასის კონტეინერებითა და ხანდახან ბავშვებითაც კი.
15 იანვრიდან საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია World Central Kitchen-მა კიევში გახსნა ეგრეთ წოდებული „ბოგრაჩის სადგურები“ - ცხელი კერძების განაწილების პუნქტები ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩენილი კიეველებისთვის.
კიევში, ორგანიზაცია უფასო ცხელ კერძს სთავაზობს ყველა მსურველს 40-ზე მეტ ლოკაციაზე.
ბოგრაჩი - ნოყიერი წვნიანი, გულიაში. ტრადიციულად კეთდება ქვაბში (უნგრ. ბოგრაჩში), ღია ცეცხლზე. ეს არის სქელი, მაწიერი კერძი, რომელიც აერთიანებს ხორცის რამდენიმე სახეობას (საქონლის ხორცი, ნეკნები, ძეხვეული), შებოლილ სალას, ბოსტნეულს (კარტოფილი, წიწაკა, პომიდორი) და უხვად პაპრიკას. 15 იანვრიდან კიევში კერძის 20 000-ზე მეტი ულუფა დარიგდა.
ელექტროენერგიისა და გათბობის შარეშე დარჩენილი კიევის მცხოვრებლები World Central Kitchen-ის ცხელი კერძების რიგში დგანან.
კიეველები ცხელი კერძების მისაღებად თერმოსებითა და პლასტმასის კონტეინერებით მიდიან.
მახლობლად სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გახსნილ მობილურ გასათბობ პუნქტში ადამიანებს შეუძლიათ გათბნენ, დალიონ ჩაი და დამუხტონ თავიანთი მოწყობილობები.
World Central Kitchen (WCK) აქტიურად მუშაობს კიევსა და მთელ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან; უზრუნველყოფს სურსათით დახმარებას ცხელი კერძებისა და საკვების პაკეტების სახით; თანამშრომლობს ადგილობრივ რესტორნებთან და ფონდებთან, რათა საკვებით დაეხმაროს იძულებით გადაადგილებულებს, შეზღუდული მობილობის მქონე პირებსა და დეოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს. ორგანიზაციამ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში საკვების 293 მლნ ულუფაზე მეტი გასცა.
World Central Kitchen-ის მოხალისეები და მზარეულები ამზადებენ მარტივ ცხელ კერძებს - სუპებს, ფაფებსა და ცხელ სასმელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კიევში ყოველდღიურად ათასობით კერძი რიგდება. ამ მიზნის მისაღწევად WCK ადგილობრივ რესტორნებთან და კვების ობიექტებთან თანამშრომლობს.
კიეველებს შეუძლიათ ცხელი კერძები მიირთვან მახლობლად გახსნილ მობილურ გასათბობ კარავში.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მობილური გამათბობელი სადგურები გახსნა დედაქალაქის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად. დენისა და გათბობის გარეშე დარჩენილ ადამიანებს შეუძლიათ გათბნენ, დალიონ ჩაი, დამუხტონ ტელეფონები და მიიღონ სხვა სახის დახმარება. სულ კიევში 90-ზე მეტი ასეთი კარავია, რომლებშიც კიევისა და სხვა რეგიონების საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფები მორიგეობენ.
კიეველები ღამით ხშირად ანთებული ფანრებით მიიკვლევენ გზას. კიევი, დესნიანსკის რაიონი.
ყავის სახლი, რომელიც გენერატორზე მუშაობს კიევის დესნიანსკის რაიონში, ჩაბნებელებულ საცხოვრებელ კორპუსებს შორის.