ფოტორეპორტაჟი: აქცია დავით გარეჯში

ჩიჩხიტური სადაო ტერიტორიაზე მდებარეობს. საქართველოს და აზერბაიჯანს შეუთანხმებელი აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით ერთი-მესამედი, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან.

აქცია სახელწოდებით "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია." დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა.

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ სასულიერო პირები და მათი მრევლი.

აქციის მონაწილეები ტკბილეულს სთავაზობენ ქართველ სამხედროებს.

მოხალისეები კი საქართველოს დროშას ახატავდნენ მსურველებს.

ჩიჩხიტურის მონასტერთან აქციის მონაწილეებს, აზერბაიჯანელ და ქართველ მესაზღვრეებს შორის კომუნიკაციამ მშვიდობიანად ჩაიარა.

მცირეოდენი დაძაბულობა და შელაპარაკება მოხდა უდაბნოს მონასტერთან, თუმცა ინციდენტი მალევე ამოუწურა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საზოგადოებრივი, მათ შორის ნაციონალისტურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლებმა, ასევე, სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა.

პატარა გოგონა, რომელმაც დაახლოებით 2 კილომეტრი ფეხით გაიარა ჩიჩხიტურთან ისვენებს.

სასულიერო პირები უდაბნოს მონასტერთან, რომელიც ასევე სადაო ტერიტორიაზე მდებარეობს.