ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

5 იანვარი, ალმათი - დემონსტრანტებით სავსე სატვირთო მანქანა. ერთ-ერთ მათგანს ჯოხი უჭირავს, მეორეს კი, სავარაუდოდ, პოლიციის სპეცრაზმელის ფარი.

ყაზახეთის უსაფრთხოების ძალების შემაკავებელი მწკრივი მთავრობის შენობის წინ.

„ნურ ოტანის“, ყაზახეთის მმართველი პარტიის ალმათის ოფისის შენობა იწვის. ცეცხლისწამკიდებლის ვინაობა უცნობი რჩება. როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იტყობინება, როგორც ჩანს, ცეცხლის ჩაქრობა არავის უცდია, რადგან ფოტოს გადაღებისას ახლომახლო არც პოლიცია ჩანდა, არც სახანძრო მანქანა.

5 იანვრის მოვლენების შემდეგ მინაჩამსხვრეული პოლიციის მანქანა.

პოლიცია კორდონს აწყობს. ალმათი, 5 იანვარი. 

სამხედრო ტექნიკა ქალაქის ცენტრში.

მამაკაცი მიმართავს საპროტესტო აქციას აქტაუს მერიასთან.

ბენზინგასამართი სადგურის ფასების დაფა ნურსულთანში. თხევად გაზზე ფასების მატება კრიტიკული საკითხია ბევრი ყაზახისათვის, რადგან მანქანების უმეტესობა ცენტრალური აზიის ამ ქვეყნის დასავლეთში სწორედ ამ საწვავს იყენებს.

პოლიციელი მინადაზიანებულ მანქანაში.

დემონსტრანტები ცოცხალ ჯაჭვს აწყობენ.

ყაზახი სპეცრაზმელი იარაღს უმიზნებს მომიტინგეებს ბარიკადიდან.

საპროტესტო აქცია დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ ორალში.

სისხლი რესპუბლიკის მოედანზე, ქალაქის ცენტრში. 

დემონსტრანტების მსვლელობა ალმათის ცენტრალურ რაიმბეკის გამზირზე.

ჯავშანტექნიკის რიგი რესპუბლიკის მოედანზე.

სამართალდამცავები ადრიან დილით სამთავრობო შენობის დაცვისას. 4 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა ყაზახი ერის მისამართით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მთავრობა არ დაეცემოდა და მხარეებს „კონფლიქტის ნაცვლად, ორმხრივი ნდობისა და დიალოგისკენ“ მოუწოდა. 

მომიტინგეები თავს ესხმიან პოლიციის ფურგონს - საპროტესტო აქციები 4-5 იანვრის ღამეს ძალადობაში გადაიზარდა. პოლიციის მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, არიან დაპატიმრებულები.

ყაზახეთის პოლიცია 4-5 იანვრის ღამეს. 5 იანვარს ყაზახეთის მთავრობა გადადგა. მთავრობის მოქმედი წევრები მუშაობას ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებამდე განაგრძობენ.