ყოფილი მოსამართლე სახელმწიფოს წინააღმდეგ - "ეს საქმე არ არის მხოლოდ ჩემი პირადი საქმე"
Your browser doesn’t support HTML5
ევროსასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მაია ბაქრაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მაია ბაქრაძე თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას დისკრიმინაციულად მიუდგა და მოსამართლეობის კონკურსებიდან მისი მოსაზრებებისა და "მოსამართლეთა ერთობის" წევრობის გამო გამოთიშა.